Old Kakheti - Black Icon

„ძველი კახეთი“ 5 წლიანი დაძველებით

სასმელი არანაკლებ 5 წლიანი დაძველების საბრენდე სპირტებისგან მზადდება და დაძველებულია ქართული მუხის „იბერიკას“ კასრებში, რაც მას მეტად დახვეწილსა და არომატულს ხდის. გამოირჩევა ქარვის მდიდრული შეფერილობით. ახასიათებს შოკოლადის დელიკატური ტონებით გამოხატული გემო და გამომშრალი ხილის არომატი. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არანაკლებ 5°C.

ალკოჰოლის შემცველობა: 40 %

გემო: შოკოლადი, გამომშრალი ხილი

დაძველება: 5 წელი

მუხის კასრებში მოცულობა: 500 მლ

ძველი კახეთი

პროდუქტის შესახებ

ბრენდი

483819184_1054799286690190_8593523644498887304_n-min

Old Kakheti – KTW ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ექსპორტის ლიდერია. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ბრენდის ხაზი სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: VS, VSOP, XO, Royal XO. ყველა პროდუქტი მზადდება რჩეული ღვინის სპირტებისგან და მუხის კასრებში 3-დან 25 წლამდე ძველდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე სტრუქტურას, დაბალანსებულ გემოსა და სტაბილურ ხარისხს. ბრენდი „ძველი კახეთი“ გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ასორტიმენტით.

41,00 

არ არის მარაგში