„ძველი კახეთი“ 17 წლიანი დაძველებით
სასმელი არანაკლებ 17 წლიანი დაძველების საბრენდე სპირტებისგან მზადდება, დაძველებულია ქართული მუხის „იბერიკას“ კასრებში. სასმელი მუქი წაბლისფერი შეფერილობისაა და გამდიდრებულია ოქროს სხივებით. გემოში იგრძნობა ტკბილი ყურძნისა და ქიშმიშის ტონები. გაჯერებული მუხის არომატით. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არანაკლებ 5°C.
ალკოჰოლის შემცველობა: 40 %
გემო: ქიშმიში, მუხის ტონები
დაძველება: 17 წელი მუხის კასრებში
მოცულობა: 500 მლ
ძველი კახეთი
პროდუქტის შესახებ
| მოცულობა |
0.500 ლ |
|---|---|
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| დაძველება |
17 წლიანი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
40 % |
| გემო |
მუხის ტონები ,ქიშმიში |
ბრენდი
Old Kakheti – KTW ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ექსპორტის ლიდერია. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ბრენდის ხაზი სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: VS, VSOP, XO, Royal XO. ყველა პროდუქტი მზადდება რჩეული ღვინის სპირტებისგან და მუხის კასრებში 3-დან 25 წლამდე ძველდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე სტრუქტურას, დაბალანსებულ გემოსა და სტაბილურ ხარისხს. ბრენდი „ძველი კახეთი“ გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ასორტიმენტით.
