GM - Black Icon

გრანდ რეზერვი ბრუტი

ცქრიალა ღვინო გრანდ რეზერვი თეთრი ბრუტი დამზადებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით ცაგერში გაშენებული ცოლიკაურისა და საგურამოს ჩინურის რჩეული ყურძნისგან. სასმელი ღია ჩალისფერია. ახასიათებს ნაზი, ცოცხალი, ჰარმონიული გემო ატმის მსუბუქი ტონებით და ნაზი ბუშტუკები. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.

რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 12 %
ფერი: თეთრი
ყურძნის ჯიში: ჩინური, ცოლიკოური
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ

გურამიშვილის მარანი

პროდუქტის შესახებ

ალკოჰოლის შემცველობა

12 %

ტიპი

თეთრი

ყურძნის ჯიში

ჩინური

,

ცოლიკოური

რეგიონი/მიკროზონა

ქართლი

,

რაჭა-ლეჩხუმი

მოცულობა

0.750 ლ

დამზადების წესი

კლასიკური მეთოდი

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

ბრენდები

გურამიშვილის მარანი

ფერი

თეთრი

ბრენდი

unnamed-file-scaled

ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.

55,00 

არ არის მარაგში