ცოლიკაური კასრი
ცოლიკაური თეთრი მშრალი კასრში დაძველებით – დამზადებულია ლეჩხუმში, ნოემბრის შუა რიცხვებში დაკრეფილი ცოლიკოურის ყურძნის ჯიშისგან. დაძველებულია ფრანგული მუხის კასრებში მინიმუმ 9 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ჩალისფერია, აქვს ჰარმონიული და დაბალანსებული გემო, კარგად გამოხატული სასიამოვნო მჟავიანობა. ხასიათდება დახვეწილი ჯიშური არომატით, ატმისა და ციტრუსების ცოცხალი არომატებითა და განვითარებული ბუკეტით. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.
რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: თეთრი, მშრალი
ყურძნის სახეობა: ცოლიკაური
დამზადების წესი: მუხის კასრი
მოცულობა: 750 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| ალკოჰოლის შემცველობა |
11.5 % |
|---|---|
| დამზადების წესი |
მუხის კასრი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| რეგიონი/მიკროზონა |
რაჭა-ლეჩხუმი |
| მოცულობა |
0.750 ლ |
| ტიპი |
თეთრი ,მშრალი |
| ყურძნის ჯიში |
ცოლიკოური |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
