საფერავი – აის ვაინი
წითელი ტკბილი ღვინო აის ვაინი საფერავი დამზადებულია ადრეული ზამთრის პერიოდში, სისხამ დილით დაკრეფილი ვაზზე გაყინული რჩეული ყურძნისგან – საფერავი. სადესერტო ღვინო ძოწისფერია, ხასიათდება ჩირისა და ქიშმიშის არომატებით. შესანიშნავი აპერატივია. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.
რეგიონი: კახეთი
ალკოჰოლის შემცველობა: 12%
ტიპი: წითელი, ტკბილი
ყურძნის სახეობა: საფერავი
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 375 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| ალკოჰოლის შემცველობა |
12 % |
|---|---|
| სახეობა |
ტკბილი |
| ფერი |
წითელი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| დამზადების წესი |
კლასიკური მეთოდი |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| რეგიონი/მიკროზონა |
კახეთი |
| ტიპი |
წითელი ,ტკბილი |
| ყურძნის ჯიში |
საფერავი |
| მოცულობა |
0.375 ლ |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
