ოჯალეში
წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ოჯალეში დამზადებულია ლეჩხუმის რეგიონში გაშენებული ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან. დაძველებულია ჭაჭაზე 3 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ლალისფერია, ჰარმონიული. გამოირჩევა სასიამოვნო სიტკბოთი, მდიდარი ჯიშური არომატით, გამოხატული მწიფე კენკრის და ალუბლის ჩირის ტონებით. უმჯობესია მიირთვათ 16-18°C-ზე.
რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: წითელი, ნახევრად ტკბილი
ყურძნის სახეობა: ოჯალეში
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| დამზადების წესი |
კლასიკური მეთოდი |
|---|---|
| სახეობა |
ნახევრად ტკბილი |
| ფერი |
წითელი |
| მოცულობა |
0.750 ლ |
| ტიპი |
წითელი ,ნახევრად ტკბილი |
| ყურძნის ჯიში |
ოჯალეში |
| რეგიონი/მიკროზონა |
რაჭა-ლეჩხუმი |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| ბრენდები |
გურამიშვილის მარანი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
11.5 % |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
