Manavi - Black Icon

52%-იანი ჭაჭა

შატო მანავის ექსტრა პრემიუმ ჭაჭა – გემო, რომელშიც საქართველოს სამი რეგიონი: კახეთი, ქართლი და იმერეთი ერთიანდება. შატო მანავის ჭაჭა მწვანეს, ხიხვისა და ქისის ყურძნის ჯიშის კუპაჟებისგან მზადდება და განსაკუთრებულად ძლიერი გემოთი გამოირჩევა. 52%-იანი ჭაჭა ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. სასმელი წარმოებულია იტალიური ბრენდის სპილენძის სახდელში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ჭაჭის გამოხდის ქართული ტრადიციული მეთოდია შენარჩუნებული. სასმელი გამჭვირვალეა და მკრთალი ჩალისფერი შეფერილობით ხასიათდება. ჭაჭის მდიდარ გემოს თან სდევს ხილისა და ყვავილის დაბალანსებულად გამყოლი არომატები. შატო მანავი – ქართული ჭაჭის ძლიერი ხასიათი!
არმოატი: ხილი, ყვავილი
ალკოჰოლის შემცველობა: 52%
დაძველება 9 თვე მუხის კასრებში
მოცულობა: 500 მლ

შატო მანავი

პროდუქტის შესახებ

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

გემო

ყვავილები

,

ხილის ნაზი ტონები

მოცულობა

0.500 ლ

დაძველება

9 თვე

ალკოჰოლის შემცველობა

52%

ბრენდი

IMG_8315-scaled-min

Chateau Manavi – პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც მზადდება მანავის მიკროზონის ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან. ეს რეგიონი ცნობილია უნიკალური ტერუარითა და მეღვინეობის მდიდარი ტრადიციით, რაც ღვინოს განსაკუთრებულ ხასიათსა და ავთენტურობას სძენს. „შატო მანავი“ აერთიანებს ადგილობრივ მეღვინეობის მემკვიდრეობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მის ღვინოებს გამოარჩევს ხარისხითა და გემოვნური ბალანსით. ბრენდმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, მათ შორის, Dubai International Taste Awards 2023 და სხვა პრესტიჟული ჯილდოები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე.

38,00 

არ არის მარაგში