ჩხავერი ბრუტი
ცქრიალა ღვინო ჩხავერი თეთრი ბრუტი კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით აჭარის რეგიონში ქედაში გაშენებული ჩხავერის ჯიშის ყურძნისგანაა დამზადებული. სასმელი ღია ჩალისფერია, ახასიათებს ჰარმონიული, დაბალანსებული გემო სასიამოვნო მჟავიანობით, ატმისა და გარგარის ნაზი ტონები, წვრილი, ინტენსიური ბუშტუკები. შენახვის პირობები: 5-20° C – მდე.
რეგიონი: აჭარა
ალკოჰოლის შემცველობა: 12 %
ტიპი: თეთრი
ყურძნის ჯიში: ჩხავერი
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ
გურამიშვილის მარანი
პროდუქტის შესახებ
| რეგიონი/მიკროზონა |
აჭარა |
|---|---|
| ალკოჰოლის შემცველობა |
12 % |
| ტიპი |
თეთრი |
| ყურძნის ჯიში |
ჩხავერი |
| დამზადების წესი |
კლასიკური მეთოდი |
| მოცულობა |
0.750 ლ |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| ფერი |
თეთრი |
ბრენდი
ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.
