GM - Black Icon

დანახარული

ღვინო დამზადებულია ქართლის რეგიონში, სოფელ საგურამოში გაშენებული გურამიშვილის მარნის ვენახების დანახარულის ჯიშის ყურძნისგან. მიეკუთვნება ვაზის უიშვიათეს, აღდგენილ ჯიშს. გურამიშვილის მარანში პირველად ხდება დანახარულის, როგორც ცალკე ჯიშის სასმლის ჩამოსხმა. ფერმენტაციის დასრულების შემდეგ ღვინო 9 თვის განმავლობაში ვარგდება მუხის კასრებში. სასმელი ძოწისფერია, მდიდარი მწიფე ხილისა და მურაბის არომატებით, ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობით. სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა 16-18 გრადუსია.

რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5 %
ტიპი: წითელი, მშრალი
ყურძნის სახეობა: დანახარული
დამზადების წესი: მუხის კასრი
მოცულობა: 750 მლ

გურამიშვილის მარანი

პროდუქტის შესახებ

რეგიონი/მიკროზონა

ქართლი

ალკოჰოლის შემცველობა

11.5 %

მოცულობა

0.750 ლ

ტიპი

წითელი

,

მშრალი

ყურძნის ჯიში

დანახარული

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

ბრენდები

გურამიშვილის მარანი

დამზადების წესი

მუხის კასრი

ბრენდი

unnamed-file-scaled

ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.

120,00 

არ არის მარაგში