GM - Black Icon

როზე იმპერიალი ბრუტი

ცქრიალა ღვინო როზე იმპერიალი ბრუტი დამზადებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით ქართლში გაშენებული თავკვერისა და ცაგერის ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის სეპაჟისგან. სასმელი ღია ლალისფერია. ახასიათებს ცოცხალი, ჰარმონიული და დაბალანსებული გემო, ჟოლოსა და მარწყვის ნაზი ტონები, ნაზი ბუშტუკები. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.

რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 12%
ფერი: ლალისფერი
ყურძნის ჯიში: თავკვერი, ცოლიკოური
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ

გურამიშვილის მარანი

პროდუქტის შესახებ

ალკოჰოლის შემცველობა

12 %

დამზადების წესი

კლასიკური მეთოდი

რეგიონი/მიკროზონა

ქართლი

ყურძნის ჯიში

თავკვერი

,

ცოლიკოური

ტიპი

წითელი

მოცულობა

0.750 ლ

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

ბრენდები

გურამიშვილის მარანი

ფერი

ვარდისფერი

ბრენდი

unnamed-file-scaled

ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.

59,00 

არ არის მარაგში