GM - Black Icon

საგურამო ევროპული

საგურამო წითელი მშრალი ევროპული – ღვინო დამზადებულია ქართული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან: შავკაპიტო, ბუზა, დანახარული. მკვეთრადაა გამოხატული სხვადასხვა ხილის არომატი, რაც მას ჰარმონიულობას მატებს. შენახვის პირობები: 5-20°C-მდე.

რეგიონი: ქართლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.5%
ტიპი: წითელი, მშრალი
ყურძნის სახეობა: შავკაპიტო, ბუზა, დანახარული
დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი
მოცულობა: 750 მლ

გურამიშვილის მარანი

პროდუქტის შესახებ

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

სახეობა

მშრალი

ფერი

წითელი

მოცულობა

0.750 ლ

ალკოჰოლის შემცველობა

11.5 %

დამზადების წესი

კლასიკური მეთოდი

რეგიონი/მიკროზონა

ქართლი

ტიპი

წითელი

,

მშრალი

ბრენდები

გურამიშვილის მარანი

ყურძნის ჯიში

ბუზა

,

დანახარული

,

შავკაპიტო

ბრენდი

unnamed-file-scaled

ილია ჭავჭავაძის ისტორიული მარანი 1863 წლიდან „გურამიშვილის მარნის“ ისტორია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება, როდესაც თადეოზ გურამიშვილმა საგვარეულო მარანი ააშენა. მარანი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. იგი აღირცხულია არქიტექტურულ ძეგლად. 1863 წელს, მარანს სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. მან, ამავე წელს, თადეოზის ქალიშვილზე, ოლღა გურამიშვილზე იქორწინა. ამ დროიდან იწყება მარნის ილიასეული ისტორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მარნის მიმდებარედ, საგურამოს ვენახებში, გაშენებული იყო ქართლის ენდემური ვაზის ჯიშები, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და გურამიშვილების გვარს ეკუთვნოდა. მარანი კი, სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ამ ვენახებიდან მოწეულ ყურძენს ილია თავად წურავდა და ღვინოს ქვევრებში ავარგებდა. ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გურამიშვილის მარანი დიდხანს დრომორეული და მოლოდინით სავსე იდგა. 2015 წელს, KTW ჯგუფმა „გურამიშვილის მარანს“ პირვანდელი იერსახე დაუბრუნა და ილიასეულ ვენახებში ქართლის უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიშები აღადგინა. დღეს, „გურამიშვილის მარანში“ მშვიდი და ცქრიალა ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. ბრენდი „გურამიშვილის მარანი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და მედლის მფლობელია.

42,00 

არ არის მარაგში