Chateu Askana - Black Icon

ტეტე დე ქუვე ბარელი

ცქრიალა ღვინო წარმოებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით. ტეტე დე ქუვე ბარელის კუპაჟში ცოლიკოურის (2016), ჩინურისა (2017) და ხიხვის (2017) ყურძნისგან მიღებული, კასრში დავარგებული ღვინოა გამოყენებული. სასმელი ოქროსფერია და დაბალანსებული ციტრუსის არომატებით ხასიათდება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მუხის მსუბუქ ტონებს.

რეგიონი: გურია, იმერეთი და ქართლი

ალკოჰოლის შემცველობა: 13 %

სახეობა: ბრუტი

ყურძნის ჯიში: ცოლიკოური, ჩინური და ხიხვი

დამზადების წესი: კლასიკური მეთოდი, კასრი

მოცულობა: 750 მლ

შატო ასკანა

პროდუქტის შესახებ

ლოკაცია

თბილისი

,

ბათუმი

,

ქუთაისი

რეგიონი/მიკროზონა

ქართლი

,

იმერეთი

,

გურია

ალკოჰოლის შემცველობა

13 %

ტიპი

ბრუტი

ყურძნის ჯიში

ჩინური

,

ცოლიკოური

,

ხიხვი

დამზადების წესი

კასრი

,

კლასიკური მეთოდი

მოცულობა

0.750 ლ

ბრენდები

შატო ასკანა

სახეობა

ბრუტი

ფერი

თეთრი

ბრენდი

img_3420_34488

გურული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მიზნით, KTW ჯგუფმა შატო ასკანა 2021 წელს ააშენა. შატო ასკანაში ღვინო ევროპული მეთოდით იწარმოება, ცქრიალა ღვინო კი – კლასიკური მეთოდით, რომელიც მუხის კასრებში ძველდება. შატო ასკანაში ღვინო გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომელიც როგორც გურიაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშია მოწეული: გურია – საკმიელა, ცოლიკოური და ჩხავერი. იმერეთი – ცოლიკოური და კრახუნა. რაჭა-ლეჩხუმი – ცოლიკოური. აჭარა – ჩხავერი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩხავერის ყურძნის ჯიშისგან როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი ღვინო იწარმოება. შატოში ცქრიალა ღვინის დაძველება მინიმუმ 1,5-2 წლის, მაქსიმუმ – 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. წყნარი ღვინო კი, 6-7 თვის შუალედში იწარმოება. რთველის განმავლობაში, შატო ასკანის საწარმო 100-1200 ტონა ყურძენს გადაამუშავებს. შატო ასკანა – გურული მეღვინეობის ხვალინდელი დღე!

97,00 

არ არის მარაგში