„ძველი კახეთი“ XO
XO – ბრენდი „ძველი კახეთი“ დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით, დავარგებულია ქართული მუხის ჯიშის „იბერიკას“ კასრებში. საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე 10-ზე მეტი სახეობის სპირტებიდან უძველესი ასაკი 20 წელს აღწევს. გამოირჩევა გემოს სიმდიდრით და მრავალფეროვნებით. მას დახვეწილი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო დაჰყვება. ახასიათებს ვანილის, შოკოლადის, მუხის ინტენსიური ტონები და ასევე ნუშის გამორჩეული არომატი.
ალკოჰოლის შემცველობა: 40 %
გემო: ვანილი, შოკოლადი , მუხის ტონები
დაძველება: 20 წელი მუხის კასრებში
მოცულობა: 700 მლ
ძველი კახეთი
პროდუქტის შესახებ
| მოცულობა |
0.700 ლ |
|---|---|
| დაძველება |
20 წლიანი |
| ლოკაცია |
თბილისი ,ბათუმი ,ქუთაისი |
| გემო |
ვანილი ,მუხის ტონები ,შოკოლადი |
| ალკოჰოლის შემცველობა |
40 % |
ბრენდი
Old Kakheti – KTW ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული ბრენდია, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქართული ბრენდის ექსპორტის ლიდერია. ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში და გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. ბრენდის ხაზი სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს: VS, VSOP, XO, Royal XO. ყველა პროდუქტი მზადდება რჩეული ღვინის სპირტებისგან და მუხის კასრებში 3-დან 25 წლამდე ძველდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე სტრუქტურას, დაბალანსებულ გემოსა და სტაბილურ ხარისხს. ბრენდი „ძველი კახეთი“ გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ასორტიმენტით.
